ამირან გამყრელიძე - გუშინ ტესტების რეკორდული რაოდენობა  ჩატარდა - ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება, თუმცა ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია მშვიდდება, თუმცა ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსული ინფექცია დამარცხდა.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს საქართველო „სერიოზული სტაბილიზაციის გზაზეა“.

„10-12-ჯერაა შემცირებული ახალ შემთხვევათა რაოდენობა, ასევე 10-ჯერ შემცირებულია ინციდენტობის მაჩვენებელი. შემცირებულია ტესტირებიდან დადებითობის მაჩვენებელიც და ბოლო სამი თვის განმავლობაში დღეს გვაქვს ყველაზე კარგი - 1.07, გუშინ ქვეყანაში ჩატარდა ტესტების რეკორდული რაოდენობა, 35 ათასამდე ტესტი.

ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება, თუმცა დამშვიდებული სრულად არაა. სტაბილიზაციის გზაზე ვართ. ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან გასული ერთი წელი შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს „სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაქსიმალურად კარგი შედეგი ჰქონდა და მანამდე ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა“.

„მთელი რიგი ნორმატიული აქტები, მოსამზადებელი სამუშაოები, სამედიცინო სექტორის მზადება საკმაოდ ადრე დაიწყო. ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ ადრეული, დროული და მულტისექტორული პასუხი ამ გამოწვევაზე. ამან გამოიწვია ის შედეგი, რომ დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებამდე ერთ-ერთი საუკეთესო პარამეტრები გვქონდა და მსოფლიოს პირველ ხუთეულში შევდიოდით.

შემდეგ შეგვექმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, რეკომენდაციას აღარ იცავდნენ, ამას დაემატა დიდი პოლიტიკური პროცესი - წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დიდი მობილობა იყო, ასევე თვითონ არჩევნები, არჩევნების შემდგომ პერიოდში კი მობილობა გაზრდილი იყო სხვადასხვა დიდი შეხვედრის და შეკრების ხარჯზე. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სერიოზული მეორე ტალღა და დაზიანება მიიღო ქვეყანამ. თუ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვიყავით პირველ ხუთეულ ქვეყანაში, ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც პიკზე ვიყავით, გადავინაცვლეთ პირველ ადგილზე, ოღონდ უარესი მაჩვენებლებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა