გია ვოლსკი - სახელმწიფო ეცდება დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი

სახელმწიფო ეცდება დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს სტრატეგიულად, არის იმის პერსპექტივა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდეს.

„არსებობს კანონი, არსებობს რეალობა, რასაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები ჰქვია. თუნდაც ადამიანების უშველებელმა რაოდენობამ გამოხატოს თავისი უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც ამ რაოდენობით კარვების გაშლამ შეიძლება გამოიწვიოს, სახელმწიფო ეცდება გამოხატვის უფლება იყოს დაცული. დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი.

სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, იქნებ როგორმე „ჯახი“ გამოიწვიონ, არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება. რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს ჩამოყალიბებულად“, - აცხადებს გია ვოლსკი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა