პაატა მანჯგალაძე - ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს

ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ აქტივისტების აზრს, მაგრამ თუ ეს ეხება კანონის დარღვევას, საუბარია მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნაზე, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, როგორც უკიდურესი ზომა.

ამ ეტაპზე გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს და არ მიაჩნია აუცილებლად“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების საორგანიზაციო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ისინი სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ და პოზიციებს შეაჯერებენ.

მათივე განცხადებით, პროტესტი იქნება პერმანენტული და შესაბამისად, ბევრი აქტივობაა დასაგეგმი.

ცნობისთვის, გუშინ, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას გეგმავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა