თინა ბოკუჩავა - 2 მარტის საპროტესტო ღონისძიება მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების  შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე, ვაპირებთ საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ პროტესტი

„ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას საავტომობილო გზაზე. მოვუწოდებ დეპუტატებს, გადმოსხდნენ ძვირად ღირებული ჯიპებიდან და გაიგონონ ხალხის ხმა და ამ ფონზე შევიდნენ პარლამენტში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ 2 მარტს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ისინი დეპუტატებს გადაადგილების თავისუფლებას არ შეუზღუდავენ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება პარლამენტის შენობასთან და რომელიც მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე, თუმცა ისინი იძლებულები გახდებიან გადმოსხდნენ ძვირად ღირებული მანქანებიდან იმიტომ, რომ ვაპირებთ საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ მშვიდობიანი გზით ჩვენი პროტესტი. შემდეგ ასევე იქნება აქციები კანცელარიასთან, სასამართლოსთან, პოლიციის შენობასთან. დღევანდელი შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო სამშაბათის აქციის დაგეგმვას, ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას საავტომობილო გზაზე. მოვუწოდებ დეპუტატებს, გადმოსხდნენ ძვირად ღირებული ჯიპებიდან და გაიგონონ ხალხის ხმა და ამ ფონზე შევიდნენ პარლამენტში. მათ გადაადგილების თავისუფლება არ შეეზღუდებათ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, 2 მარტს დაგეგმილ აქციაზე ისინი კიდევ ერთხელ გააჟღერებენ ოპოზიციის მოთხოვნებს.

„იქნება საერთო მესიჯი. ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს იმ მოთოვნებს, რაც გვაქვს. ეს არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. მე ჩვენს მოთხოვნებს გავაერთიანებდი ამ ორ ფუნდამენტურ მოთხოვნაში და ეს იქნება სწორედ კომუნიცირებული ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც როგორც იცით შეხვდება ოპოზიციას, რაც თავისთავად არის მნიშვნელოვანი გზავნილი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს