"ლელოს" წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები 2 მარტს პარლამენტის ყველა შესასვლელთან მჯდომარე აქციას გამართავენ

"ლელო საქართველოსთვის" წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები 2 მარტს პარლამენტის ყველა შესასვლელთან მჯდომარე აქციას გამართავენ. მისი თქმით, აქციის ფორმაზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი და ის სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ, "რომლებიც უკვე 90 დღეა პროტესტის სივრცეს ამაგრებენ".

"ჩვენ შევთანხდით იმაზე, თუ როგორი ფორმის აქცია გაიმართება 2 მარტს, როდესაც პარლამენტში სასესიო კვირა გაიხსნება. დილის 09:00 საათიდან პარლამენტის შესასვლელებთან გაიმართება მჯდომარე აქცია, შესასვლელები თავისუფალი იქნება და დეპუტატებს შეეძლება შესვლა პარლამენტის ყველა შესასვლელიდან, უბრალოდ, მჯდომარედ, მშვიდობიანი ფორმით კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს. გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს