გიგა ბოკერია შარლ მიშელის ვიზიტზე - ჩვენი პარტნიორებისთვის არანაირი საიდუმლო გზავნილი არ გვაქვს

ჩვენი პარტნიორებისთვის არანაირი საიდუმლო გზავნილი არ გვაქვს“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერია აცხადებს, კრიზისიდან გამოსავალი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.

„ჩვენი პარტნიორებისთვის არანაირი საიდუმლო გზავნილი არ გვაქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი, კრიზისიდან სწრაფი გამოსავალი და ნაკლები ზიანი. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამარცხვინო სპეცოპერაციით დაკავებული ნიკა მელიას და 8 მარტის შეთნახმებიდან ციხეში დატოვებული გიორგი რურუას გათავისუფლება, სისხლის სამართლის დევნის დასრულება. დასხდომა მოლაპარაკებაზე, ვადამდელი არჩევნების თაობაზე ტექნიკურ დეტალებზე საუბარი იმ პაკეტით, რაც ოპოზიციამ შეიმუშავა და წარადგინა“,-აცხადებს ბოკერია.

კითხვაზე, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო გამოხმაურებამ გარკვეულწილად შეცვალა ხელისუფლების რიტორიკა, გიგა ბოკერია ასე პასუხობს: “ჩვენ გვაინტერესებს ნაბიჯები, რიტორიკაში ვირეშმაკული პიარსვლები არაფერს არ ცვლის, როცა დავინახავთ ნაბიჯებს, ეს იქნება შედეგი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა