გიგა ბოკერია მოძრაობა „საქართველოსთვის“ განცხადებას ეხმაურება

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მოძრაობა „საქართველოსთვის“ განცხადებას ეხმაურება. მისივე განმარტებით, 2 მარტს საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილი პიკეტი, დეპუტატებისთვის მაქსიმალური მორალური დისკომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.

„პიკეტი არის მაქსიმალური მორალური დისკომფორტისა და წნეხის შექმნა ამ ადამიანებზე, ეს პროტესტი, ზოგადად, უნდა იყოს მზარდი. ამ ეტაპზე არის ამ ტიპის პროტესტი. თუ აქციაზე იქნება ხალხი, გზაც გადაიკეტება, ბუნებრივია. რაც შეეხება მოძრაობას „საქართველოსთვის“ მე ტერმინ გამიჯვნას ნაღდად არ ვიხმარდი, ეს ადამიანები ყველაზე რთულ პერიოდში სამოქალაქო პროტესტის მთავარი მამოძრავებელი იყვნენ და ამას, ჩემი აზრით, ყველა მოქალაქე და არა მხოლოდ პარტია აფასებს, იმიტომ, რომ ასეთ აქტივისტებს დიდი როლი აქვთ ძალიან. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს და ვინ რა ნაბიჯს გადადგამს, აქ ჩვენ ჩვენი შეხედულება გვაქვს და მსგავს ვადებს არ ვუწესებთ საკუთარ თავს,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, მოძრაობა „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას გეგმავს. მათი მოთხოვნებია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეჩერება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავიდან დაკომპლექტება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა