ჯო ბაიდენი - გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ იმისთვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის დამტკიცებას ეხმაურება.

„ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, ვირუსის დამარცხების დღე მით უფრო მოახლოვდება და მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში აქამდე დამტკიცებულ Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson გაცილებით უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი Johnson & Johnson-ის ვაქცინაზე- ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა