პარლამენტში ხვალ ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებს, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება.

“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კომიტეტი 1-ელი მარტის სხდომაზე განიხილავს. პროექტის ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება და გავრცელდება მხოლოდ უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვნის მშობელზე.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, გაუმჯობესდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

“საქართველოში 6-წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისას, უცხოელს შეეძლება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება, რითაც ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს გამოუსწორდება პრობლემა, რადგან მასზე აღარ გავრცელდება მოქალაქეობის ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნის ვალდებულება”,- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ასევე, С-კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.

კანონპროექტით, მხოლოდ აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ ასევე პირებს, რომლებიც იმ ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომელთაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლება აქვთ.

პროექტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ მათთვის საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტში ხვალ ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა