ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეიქმნება გარემო, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, ჯერჯერობით ნიშან-წყალი არ ჩანს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებზე და მათ პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რამდენად შესაძლებელია იქნება შექმნილ ვითარებაში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ ვითარებაში, როდესაც დაპატიმრებულია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მოლაპარაკებების დასაწყებად შესაბამისი გარემო შექმნილი არ არის.

„იმ ფონზე, როდეს ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დააკავეს, ზოგადად, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. მოლაპარაკებებს თავისი პირობები გააჩნია, მათ შორის ის, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და შემდეგ შეიძლება უკვე დიალოგზე საუბარი. ასე განყენებულად, მოდით, დავხსდეთ და ვილაპარკოთ მაშინ, როდესაც დევნიან მთავარ ოპოზიციურ პარტიას და ზოგადად, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მგონი მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი გარემო არ არის. ასე რომ, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეიქმნება ისეთო გარემო, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, ჯერჯერობით ასეთი ნიშან-წყალი არ ჩანს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო