სისხლის სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესები იცვლება

სისხლის სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესები იცვლება - ხანდაზმულობის ვადა სასჯელის ამ სახისთვის 5 წლით განისაზღვრა.

ამ სიახლეს “აღსრულების კოდექსის“ პროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც 1-ელი მარტის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

პროექტის გათვალისწინებით, თუკი დაკისრებული ჯარიმის გადახდევინება ვერ ხერხდება, აღმასრულებელი სასამართლოს სასჯელის შეცვლის თხოვნით მიმართავს. სასამართლოსათვის მიმართვამდე აღმასრულებელი დამატებით უზრუნველყოფს მოვალის ინფორმირებას სასჯელის შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე. ამასთან, აღსრულება შეწყდება, თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5-წელი.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წესებიც - სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს, ამ შემთხვევაში, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე. ამდენად, თუ დგას სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საჭიროება, ადმინისტრაციული ორგანოს მომართვით ან საკუთარი ინიციატივით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების შეჩერების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომელმაც შეიძლება შეაჩეროს აღსრულება არაუმეტეს 6 თვის ვადით. პროკურორის მომართვის შემთხვევაში, 6-თვიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მორიგი 1 ან მეტი 6 თვით, თუმცა, შეჩერების საერთო ვადა 24 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება სხვა აღსასრულებელი აქტების აღსრულების შეჩერებას, განსაკუთრებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს აუქციონი ან შეაჩეროს აღსრულება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

“აღსრულების კოდექსის“ პროექტს პარლამენტს დეპუტატები: მიხეილ სარჯველაძე და თეა წულუკიანი წარუდგენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა