მოძრაობა „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ხვალ აქცია გაიმართება

პარლამენტის წინ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.როგორც მოძრაობა "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა ლაშა ხუსკივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ, 12:00 საათზე ისინი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ .

"ადამიანებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მივიღეთ გადაწყვეტილება პერმანენტულად დავიწყოთ გასვლითი აქციები. ხვალ, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია, სადაც მას შევახსენებთ, რომ ყველა იმ უბედურების სათავე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ ისაა და ის არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამიტომ, ხვალიდან დაიწყება პერმანენტული აქციები და ყველა ტრიბუნიდან შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ დღეს ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფრის სათავე სწორედ ისაა. მას მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების ჩატარებაც და ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილებაც",- განაცხადა ხუსკივაძემ.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ 14 კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები, დროშები. ისინი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ და ღამეს კარვებში ათენებენ.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის წინ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო