პარლამენტთან აქტივისტები კიდევ ერთი კარვის გაშლას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა

პარლამენტთან ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქტივისტები კიდევ ერთი კარვის დადგმას შეეცადნენ, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონა, მონა!“.

მცირედი ინციდენტის შემდეგ, აქტივისტებმა რიგით მეთხუთმეტე კარავი მაინც გაშალეს.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა