გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სასამართლო განხილვები ფაქტობრივად დასრულდა.

პროცესზე, რომელიც 1-ელ მარტს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდგომაც მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვას იტყვიან ბრალდებულებიც და კიდევ ერთხელ, სასამართლოს წინაშე უკვე საბოლოოდ, დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

აღნიშნულ ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა, ის ბრალდებულების გამტყუნებასა და მკაცრად დასჯას ითხოვს. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა