დავით ზალკალიანი - შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი.

„ბუნებრივია, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრებთ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს. განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც მნიშნველოვანია ამ სიტუაციაში, ამ გეოპოლიტიკურ ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა შექმნილი“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შარლ მიშელის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შარლ მიშელი მიემგზავრება საოკუპაციო ხაზთან და ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

“ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რა განვითარებაც გვაქვს რეგიონში. განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ვითარების შეფასების თვალსაზრისით. ასევე ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის კუთხითაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იქნება ეს. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია.

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მიემგზავრება და საკუთარი თვალით მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. ვფიქრობ, რომ ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სადაც რუსეთის ხელისუფლებასთან მაღალ დონეზე იყო დაყენებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი.

„ბუნებრივია, განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით არსებულ სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტი დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტის დროს ბრიუსელში. პრეზიდენტი ეწვევა საქართველოსთან ერთად უკრაინას და მოლდოვას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნირობისთვის - მნიშვნელოვანი პროექტისთვის. ჩვენ ვემზადებით სამიტისთვის და გვაქვს მოლოდინები იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირში. საუბარია ასოცირებულ წევრებზე - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. თუ რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისითაც ეს ვიზიტი კარგი საშუალება იქნება განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო