საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან აღდგა

საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი დღეიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ისააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემა.

თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს