„საპარტნიორო ფონდმა“ და „ბორჯომი ლიკანმა“ კოვიდგადატანილი პირების სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საპარტნიორო ფონდმა“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“ პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ, დარგის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გამართულ შეხვედრაზე „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული უნიკალური სარეაბილიტაციო პროგრამები წარადგინა.

„შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიმართეს.

ღონისძიებას „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პროფილური სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, დარგის სხვა პროფესიონალები, ასევე, ადგილობრივი მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევებსა და ამ მიმართულებით, სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც დავით საგანელიძე აცხადებს, „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივაა, ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს კურორტების განვითარებისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით გააჩნია, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევების დასაძლევად.

„მოვიწვიეთ ამ დარგის მედიცინის სპეციალისტები, მთავრობის წარმომადგენლები, იმ კლინიკების ხელმძღვანელები, სადაც კოვიდდაავადებული პაციენტები მკურნალობენ და ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გამოგვივიდა. ჩვენი ინიციატივაა, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ თავისი უნიკალური სამედიცინო პოტენციალით იყოს ერთ-ერთი პილოპროექტი საქართველოში პოსტკოვიდის პერიოდში სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად”,- განაცხადა დავით საგანელიძემ

როგორც სასტუმრო „ლიკანი ბორჯომის“ დირექტორმა კობა აბულაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა.

„კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან, სწორედ ამიტომ „ბორჯომი ლიკანის“თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი მათ სთავაზობთ კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში აღიდგინონ ძალები“,- აღნიშნა სასტუმრო „ლიკანი ბორჯომის“ დირექტორმა კობა აბულაძემ.

მათივე ინფორმაციით, „ბორჯომი ლიკანისა“ და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სამედიცინო ცენტრი დაათვალიერებინეს და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს