მიხეილ სარჯველაძე - შარლ მიშელის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და არ მგონია, რომ ოპოზიციის ინტერპრეტაციებს საფუძველი ჰქონდეს

შარლ მიშელის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაგეგმილია და არ მგონია, რომ ოპოზიციის ინტერპრეტაციებს საფუძველი ჰქონდეს, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის განცხადებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით.

სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის ინტერპრეტაციაა ის, რომ შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პერიოდში ჩამოდის.

„საკმაოდ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტია. მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოში იმ დროს, როცა ჩვენ ვართ ასოცირებული სახელმწიფო და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია და შესაძლებლობა შემდგომი თანამშრომლობისა ევროპულ სტრუქტურებთან. აქედან გამომდინარე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი გახლავთ და დიდია იმედი, რომ შემდგომი თანამშრომლობის მომდევნო ჰორიზონტებსაც გამოაჩენს.

„კრიზისის პერიოდს“ როგორც ამას ოპოზიცია უწოდებს, რომ დაემთხვა ამ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი, ამაზე გასაგებია, რომ ოპოზიცია გარკვეულ ინტერპრეტაციებს აკეთებს. თუმცა, ამას საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტია და არ მგონია, რომ ასეთ ინტერპრატაციებს შეიძლება საფუძველი ჰქონდეს,“ - აცხადებს სარჯველაძე.

ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც თბილისს სტუმრობს, დღეიდან ოფიციალურ შეზვედრებს იწყებს. ის შეხვდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა