ალუდა ღუდუშაური - ჩვენი ოპონენტები რადიკალურ ნაბიჯებს აანონსებენ, რომელიც ხელს არ უწყობს დეესკალაციას, შარლ მიშელის მოწოდება ნამდვილად ყურადსაღებია ჩვენი ოპონენტებისთვისაც

ჩვენი ოპონენტები, დეესკალაციის ნაცვლად, ინაცვლებენ ქუჩაში და აანონსებენ ისეთ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელიც ხელს არ უწყობს დეესკალაციას. ამდენად ვფიქრობთ, შარლ მიშელის მოწოდება ნამდვილად ყურადსაღებია ჩვენი ოპონენტებისთვისაც,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ეხება.

"როცა ვსაუბრობთ სიტუაციის დეესკალაციაზე, ჩვენი პარტნიორები და მეგობარი ქვეყნების წარმომადგნლები საუბრობენ ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე. ბუნებრივია, ხელისუფლება და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვამბობთ, რომ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდიდან ჩვენ არ ავმდგარვართ, თუმცა, ამის პარალელურად სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები დეესკალაციის ნაცვლად ინაცვლებენ ქუჩაში, აანონსებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას და ისეთ რადიკალურ ნაბიჯებს, რომელიც ხელს არ უწყობს სიტუაციის დეესკალაციას. ამდენად ვფიქრობთ, ეს მოწოდება ნამდვილად ყურადსაღებია ჩვენი ოპონენტებისთვისაც. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები, ქუჩის პიკეტირებები და სჭირდება ერთად დასხდომა, საკითხის ცივილურად გადაწყვეტა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებზე, ღუდუშაური აცხადებს, რომ კვლავ ძალაშია მათი შეთავაზება ოპოზიციისთვის, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ პოპულიზმია და "ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა".

ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, ღუდუშაური ამბობს, რომ ნიკა მელიას საკითხი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და პროკურატურა მას აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ამ მხრივ, ოპოზიციის მოთხოვნას ღუდუშაური "ღია კარის მტვრევას" უწოდებს.

შეგახსენებთ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირს აშფოთებს. ის მხარეებს მოუწოდებს, იმუშაონ ინტენსიურად, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო