ირაკლი ზარქუა - სანქციების შესახებ 2013 წლიდან გვახსოვს საუბარი, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულა და ვერც განხორციელდებოდა, რადგან საქართველო, როგორც არასდროს ისეა ახლოს ევროკავშირთან

უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, ოპოზიცია საერთაშოროსო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე მრავალი წელია საუბრობს, თუმცა ის ამ დრომდე არ ამოქმედებულა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას სანქციები ვერც დაუწესდება, რადგან ის, როგორც არასდროს ისე ახლოს არის ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა.

"ჩვენ სანქციების შესახებ 2013 წლიდან გვახსოვს საუბრები, ხან სახელმწიფოს უწესებენ, ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან მის ოჯახს ან ცალკეულ მინისტრებს, თუმცა ეს ამ დრომდე არ განხორციელებულა და ვერც განხორციელდებოდა, რადგან საქართველო, როგორც არასდროს ისეა ახლოს თავისი კანონმდებლობით და მისი აღსრულებით ევროკავშირთან და ევროსტანდარტებთან. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვიცავთ კონსტიტუციას, კანონებს, გვაქვს ხარვეზები, თუმცა ამ ხარვეზებზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ევროპული საბჭოს წარმომადგენლის შარლ მიშელის ვიზიტი ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოვლინებაა. იცით, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს ჩაინიშნა ეს შეხვედრა. მადლობა, რომ ჩამობრძანდა. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მონაწილეობა იმ გაუგებრობაში, რომელიც გარკვეულწილად ქართულ პოლიტიკაშია. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი ევროპელი მეგობრებიც მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენც ვამბობთ, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია, დავსხდეთ მაგიდასთან, ვისაუბროთ, უამრავი გამოწვევა გვაქვს ეკონომიკა, ვაქცინაცია, მათ შორის საარჩევნო კოდექსი და ამაზე უნდა ვისაუბროთ. შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, მგონი ამაზე ერთხელ და სამუდამოდ, მსჯელობა უნდა დასრულდეს. ვისაც უნდა მუშაობა და თავისი ამომრჩევლის ინტერესების პარლამენტში გაჟღერება, პარლამენტში მობრძანდეს, ხოლო ვისაც არ უნდა თავისი არჩევანია",- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა