სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის მწვავე დაპირისპირებაა, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე.

როგორც სერგო ჩიხლაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის „მწვავე დაპირისპირებაა“

„ეს კულუარული ინფორმაციაა, ახალი არ არის, რაც ბოლო ერთი კვირაა ინტენსიურად ვრცელდება. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით ჩავარდნა აქვს ხელისუფლებას. „კოვაქს“ პლატფორმამაც დაადასტურა, რომ მოთხოვნები ვერ შეასრულა მთავრობამ. მარტო ამირან გამყრელიძის პასუხისმგებლობა არ არის, რა თქმა უნდა, სამინისტროს პასუხისმგებლობაცაა. მეორე, თვეებია საკამოდ მწვავე დაპირისპირებაა იგივე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის. ეს კულუარული ინფორმაცია ვრცელდება“, - აცხადებს ჩიხლაძე.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, მას არ ჰგონია, რომ ამირან გამყრელიძე „თავისი ნებით მიდიოდეს“.

„თუ ეს მოხდა, ეს არ იქნება თავისი ნებით გადადგომა. ამირან გამყრელიძეს არსად უთქვამს, რომ გადადგომას აპირებდა“, - აცხადებს ჩიხლაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო