3-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

1 - 4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3 - 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 2 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 3 - 5 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 3 – 4 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 – 4 მარტს დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, 5 მარტს კი შედარებით დათბება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა