მიხეილ სარჯველაძე - ამირან გამყრელიძე  ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას შესანიშნავად მართავს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამირან გამყრელიძის თანამდებობოდან გადადგომის მიზეზი არ არსებობს.

ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია. ვფიქრობ, საქართველოში ბოლოდროინდელმა პროცესებმაც დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა. ამის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია, რომ მის მიმართ რაიმე ფორმით საყვედური შეიძლება არგუმენტირებული იყოს. კიდევ ვიმეორებ, მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა ეს მოხდეს ან უნდა მოხდეს თუ არა, ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეიძლება მიზეზი და საფუძველი იყოს", -განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ თანამდებობას დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. რაც შეეხება გავრელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება აქვს, გამყრელიძე აცხადებს, რომ არავისთან აქვს დაპირისპირება და"სუბორდინაციას ყოველთვის იცავს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო