დავით ბაქრაძე - უნდა გამოსწორდეს ის, რაც გაფუჭდა - საერთაშორისო მეგობრებისგან მომავალი კრიტიკის ზვავი „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი გადასატანი იქნება

ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან მომავალი კრიტიკის ზვავი „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი გადასატანი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას, ბაქრაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მხარდაჭერა, მაგრამ საქართველოში დღეს მთავარი საკითხი შიდაპოლიტიკური ვითარებაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მხარდაჭერა და ჩვენი სამომავლო გეგმები ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს მთავარი თემა საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარება იქნება, აქ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. გამოსავლის მოძებნას დიალოგი სჭირდება. ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ამისთვის ვართ მზად. დიალოგს შედეგზე ორიენტირებული გარემო სჭირდება, ხოლო ეს შედეგზე ორიენტირებული გარემო ხელისუფლებამ დაანგრია. კომპრომისისთვის ყველა უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ ლომის წილი ამ პროცესში ხელისუფლებას აქვს, რომ რაც დააზიანეს საკუთარი ნაბიჯებით, აღადგინონ.

ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ დიალოგი შესაძლებელი იყო. უნდა გამოსწორდეს ის, რაც ბოლო ორ კვირაში გაფუჭდა - უნდა გამოუშვან ნიკა მელია, უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა და შეწყდეს დევნა! ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან მომავალი კრიტიკის ზვავი „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი გადასატანი იქნება. ქვეყანაში იმაზე რაც ხდება ხელისუფლებაა პასუხისმგებელი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა