ნინო წილოსანის განცხადებით, მმართველი გუნდი ვითარების დეესკალაციის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს იზიარებს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, მმართველი გუნდი ვითარების დეესკალაციის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს იზიარებს. მან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის თაობაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის.

"ნებისმიერი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი იქნება თუ ინსტიტუცია, რომელმაც ამ დღეების მანძილზე განცხადება გააკეთა, თითოეული ასეთი განცხადების სულისკვეთება იყო დეესკალაცია და იმ ტემპერატურის დაწევა, რომელიც ოპოზიციის მაქსიმალური რადიკალიზების სურვილიდან გამომდინარე მივიღეთ. ამიტომ, ჩვენ ვიზიარებთ ამ დეესკალაციის თხოვნას. ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით, ყველაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა წილოსანმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია. მან იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი დროულად დაიწყება.

"როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ჩვენ შეთავაზებების ფარგლებში შეგვიძლია მუდმივი რეალური დიალოგის რეჟიმი გავაგრძელოთ ოპოზიციასთან. იმედი მაქვს, ის მოცემულობა, რაც ოპოზიციის ძალისხმევით მივიღეთ ქვეყანაში, მაქსიმალურად დროულად აღმოიფხვრება",-განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მოუწოდა.

"ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზეა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება",-განაცხადა შარლ მიშელმა. მისივე თქმით, საჭიროა მხარეების მიერ „პასუხისმგებლიანი მოქმედება“ და დიალოგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო