პარლამენტის ბიუროს დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია წარედგინა

პარლამენტის ბიუროს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია წარედგინა, რომელიც პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო.

რეგლამენტის თანახმად, კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა, ბიუროზე მისი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის წარდგენიდან, უახლოესი სამი დღის ვადაში უნდა გაიმართოს. საორგანიზაციო სხდომაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს აირჩევენ. ასევე, დაამტკიცებენ კომისიის წესდებას.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქცია „ქართული ოცნებიდან" დეპუტატები ალუდა ღუდუშაური და გივი მიქანაძე იმუშავებენ.

კომისიაში, ოპოზიციის კვოტით „ევროპელი სოციალისტები" ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან.

რეგლამენტის თანახმად, თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრი იქნება, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი უმრავლესობის წევრი უნდა იყოს.

კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასკვნა სამი თვის ვადაში უნდა დადოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა