ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია, მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ვიცე-პრეზიდენტებს არჩილ მესტვირიშვილსა და პაპუნა ლეჟავას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს: პანდემიის პირობებში ქვეყნის მაკროეკონომიკური გამოწვევები, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის, ლარის კურსისა და ინფლაციის პერსპექტივები, ასევე, საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდობის საკითხები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი კოვზანაძეს 2020 წლის საბანკო სექტორის წინასწარი მონაცემები გააცნო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება, იმის მიუხედავად, რომ საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა პანდემიით და ეკონომიკის შეკუმშვით, ვარდნით გამოწვეულ რისკებს.

„პარლამენტმა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით საბანკო სექტორი მოვამზადეთ კარგად. ფინანსური სისტემის მდგრადობა წლების განმავლობაში ამ სფეროში გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა, მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შემოღება, კანონი „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გამკაცრება და ა.შ. ვფიქრობ, რომ სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად გამართულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი - ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა",-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს