პარლამენტში შარლ მიშელი არჩილ თალაკვაძეს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება.

შეხვედრას ასევე ესწრებიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და "მოქალაქეების" ერთ - ერთი ლიდერი, ვიცე- სპიკერი ლევან იოსელიანი.

მანამდე მას შეხვედრა ჰქონდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

შარლ მიშელი დღეს ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას დაესწრო.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს