შარლ მიშელი - იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას - შეიძლება  ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის

იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შესახებ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდი მზადაა, რომ სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩაერთოს ამ პროცესში.

„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს შედეგები. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებ არსებულ მდგომარეობას, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად. ჩვენი გუნდი მზადაა, რომ დარჩეს ერთგული, სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩაერთოს ამ პროცესში. იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება დღეს ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული“,-აღნიშნა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს.

„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე“,- განაცხადა შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა