არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის გამოვლინებაა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას და ვაქცინის მოწოდების საკითხს. არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების პროცესის დაჩქარებას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის დარეგულირებაზე და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ევროკავშირის ჩართულობით.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე ცვლილებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის 2022 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას.

ქართული მხრიდან შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა