პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მხოლოდ პოზიციები გაცვალეს და შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ადრეა.

„იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა, რომ დავჯექით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან კონსულტაციებისთვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება და სანამ პირველ საკითხად არ დადგება ახალი არჩევნები. ამის გარეშე პროგრესზე ოცნება გამორიცხული იქნება.

შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღავნელს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალი აჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა