პარლამენტთან ხმაური იყო

პარლამენტთან ხმაური იყო. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ და სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება.

სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს.

პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ: „მონებო“.

როგორც ცნობილია, დღეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა - კადრები ადგილიდან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო