მამუკა მდინარაძე - გუშინ, შარლ მიშელი ყველას არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს არწმუნებდა შარლ მიშელი, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის პიკეტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც წესი, აქციები მოლაპარაკებების პროცესში კონტრპროდუქტიულია.

„პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ, დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი და მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოზიტიური შედეგი დაიდოს. თუ მათი მხრიდან დესტრუქცია გაგრძელდება და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც არ გადმოიდგმება, შეხების წერტილი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ ისინი კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში, მარტივი იქნება მედიაცია,"- განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძე - გუშინ, შარლ მიშელი ყველას არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა