მამუკა მდინარაძე - არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა - შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით

არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა. შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ შედგა კონსტრუქციული შეხვედრა, რომელზეც ოპოზიცია დღევანდელი დღისგან განსხვავებით კონსტრუქციული იყო.

თუმცა, როგორც მდინარაძე განმარტავს, დოკუმენტი რომელზეც ოპოზიცია აპელირებს კონპილაციური, ხელმოუწერელი დოკუმენტია, სადაც ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და ნაწილ მათგანზე მმართველი გუნდი მზაობას გამოხატავს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია შეთავაზება, რომ 1- პროცენტიანი ცდომილება საგამოძიებო კომისიაში დაამტკიცონ.

„აქ არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთა უმრავლესობა ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან. მოხდა ამ საკითხების შეკრება და წარმოდგენა, რომ ნათელი იყოს, რა მოთხოვნებს აყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა. შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ეს ძალით გახარებული ოპოზიცია, რომელიც გამოდიოდა, რაღაცას გვიყვებოდა და ამ დოკუმენტზეც აპელირებდნენ. სხვათაშორის იქ შეთანხმება იმაზეც იყო, რომ მსგავსი დოკუმენტის ან სიღმისეული მსჯელობის შესახებ ინფორმაცია არ გამოსულიყო და ასეთი მსჯელობა არ ყოფილა, რადგან იყო საორგანიზაციო ზოგად საკითხებზე, იმაზე, რომ უნდა განახლდეს მოლაპარაკებები, მაგრამ არ ყოფილა დეტალურად რომელიმე საკითხზე, მათ შორის, არც მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე. აქედან გამომდინარე, სპეკულაციური იქნება ჩვენი მხრიდანაც, რომ რაღაც დეტალებს ჩავყვეთ, რომელიც კონპილაციურ, ხელმოუწერელ დოკუმენტშია ჩაწერილი. აქედან რაღაც საკითხებზე იქნება მზაობა და არის უკვე იქ საკითხები, რომელზეც არის უკვე ქმედითი მზაობა, არის საკითხები, რომელზეც საერთოდ საუბარი არ იქნება, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი საერთოდ წარმოუდგენელი რამეა,"- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა