შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები საბოლოო სიტყვაში იმ რეალობაზე ისაუბრებენ, რაც მცხეთაში, შემთხვევის ღამეს მოხდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ბრალდებულები საბოლოო სიტყვაში იმ რეალობაზე ისაუბრებენ, რაც მცხეთაში, შემთხვევის ღამეს მოხდა.

მამულაშვილი ასევე განმარტავს, თუ რატომ არ მისცა 5 ბრალდებულიდან სამმა სასამართლოში ჩვენება.

“ ბრალდებულები იტყვიან იმას, რასაც ფიქრობენ, არანაირი მომზადება, დალაგება არ მომხდარა, ისაუბრებენ იმაზე, რაც რეალურად მოხდა. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო დღესვე გამოიტანს განაჩენს და ეს უალტერნატივოდ იქნება გამამართლებელი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მისცეს სასამართლოში ჩვენება, ეს ბრალდებულების უფლებაა, პროკურატურა ფაქტობრივად შეურაცხყოფას ახდენდა და დაკითხვის ფორმა დაკავებულებისთვის მიუღებელი იყო. გარდა ამისა, საბოლოო სიტყვას მტკიცებულებითი ფასეულობა აქვს",- განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა