ხატია დეკანოიძე - ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ნიკა მელია იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ნიკა მელია იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეში, ძალიან მძიმე განაჩენია ქვეყნის მომავლისთვის.

„ჩვენ არავითარი წინგადმოდგმული ნაბიჯი „ქართული ოცნებისგან“ არ ვიცით, გარდა გუშინდელი შეხვედრისა, როდესაც მზადყოფნა გამოთქვეს, რომ შეგვხვდებოდნენ ბატონ მიშელთან ერთად. დანარჩენი ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ გავაგრძელებთ იმ გეგმას, რომელიც დავაანონსეთ, მათ შორის, ეს იქნება აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. 13-შიც იქნება დიდი აქცია.

რაც შეეხება გუშინ ჩამოყალიბებულ დოკუმენტს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში არის ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ნიკა მელია იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია გუშინ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეში, ეს არის ძალიან მძიმე განაჩენი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, როგორც დეკანოიძე აცხადებს, „პროტესტისთვის ადამიანების დაკავება და ამდენი პოლიციელის მოცდენა არის წარმოუდგენელი“. „ჩვეულებრივად ეს არის ყველგვარი სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ამ დროისთვის პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 7 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

იხილეთ ვიდეო:მე და თინა მოვედით და პოლიციელებმა წრე დაგვარტყეს, რომ არ შევვარდეთ პარლამენტში - ყოველგვარ ზღვარს და მორალს გადასულია პოლიცია - ხატია დეკანოიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა