სასამართლომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაცვის მხარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

„დღესაც მოსამართლის წინაშე იქნება ყველა ის საკითხი გაჟღერებული, რაზეც აქამდე ვამახვილებდით ყურადღებას. ამ საქმეს ბევრი მიმართულება აქვს, ერთი არის სამართლებრივი, მეორე კარტოგრაფიული, მესამე პოლიტიკური. ყველა ამ მდგენელის შესახებ გვსურს, რომ მოსამართლემ გაამახვილოს ყურადღება. გვინდა, რომ ყველა ამ საკითხზე ერთად გაამახვილოს ყურადღება იმიტომ, რომ არა ცალ-ცალკე რომელიმე მათგანი, არამედ ერთობლიობაში უნდა აღიქვას საქმე მოსამართლემ. ამ საქმის დაწყებიდან ვამბობდით, რომ ეს არ არის რიგითი საქმე, აქ არის პოლიტიკური შინაარსი. ღარიბაშვილის თანამდებობრივი ცვლილება შეიძლება არსებითად არ ცვლიდეს არაფერს იმიტომ, რომ ზოგადად პოლიტიკური გუნდი არის დაინტერესებული ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. თუკი აქამდე ვკითხავდით ამ საქმეში თავდაცვის მინისტრს, ახლა დავკითხავთ ამ საქმეში პრემიერ-მინისტრს”,- განაცხადა მარიკაშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ამასთან, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა