ალეკო ელისაშვილი - სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია - მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარად არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს და მოლაპარაკების პროცესს გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, დღეს, რაც პარლამენტის გარშემო ხდება ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

„სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარად არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში. სულ ვფიქრობ ხოლმე, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში ასეთი მეგობრები რომ გვყოლოდნენ, წარმოვიდგინოთ როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს. მაგრამ რაც არის, ის არის. მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს! გულისტკივილით ვამბობ, რომ დღეს, რაც პარლამენტის გარშემო ხდება ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხტომებისგან და განცხადებებისგან, კარგი იქნება ეს ორმხრივად, ორმხრივად გავიაზროთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 12 პუნქტი, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და კანონში ცვლილებები განხორციელდეს, „გადაუჭარბებლად ისტორიულია“.

„ერთი დღე გადაცდა დარეგისტრირებას და კანონპროექტად ქცევას, მაგრამ აქ შინაარსია უმნიშვნელოვანესი. აქ არის 13 პუნქტი, რომლიდანაც ერთს სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, დანარჩენი 12 არის გადაუჭარბებლად ისტორიული. ისტორიული შეთანხმება, ისტორიული ნაბიჯები - ეს იქნება გარღვევა არჩევნებისადმი ნდობის ჩამოყალიბების საქმეში. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ეს არის რევოლუციური კანონპროექტი, რომელიც მოახდენს იმას, რაც ვერა და ვერ მოხდა 30 წელი. ეს დოკუმენტი დაასრულებს ამ ყველაფერს. ყველას მინდა ვთხოვო, არარსებულ სკანდალებს კი ნუ შევქმნით და თითის გაშვერას კი ნუ დავიწყებთ, ჩავუღრმავდეთ, განხილვისთვის, დასახვეწად ორი თვე გვექნება“, - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ამ დოკუმენტით არჩევნები ჩატარდება პატიოსნად და არჩევნების მეორე დღეს ვიღაცა ოდნავ გამარჯვებული იქნება, ვიღაც ოდნავ დამარცხებული, მაგრამ ყველანი ერთმანეთს მივულოცავთ და ვიტყვით, რომ „ალბათ, საკუთარ თავში, საკუთარ პარტიაში გვქონდა პრობლემა და არავის გადადგომას არ მოვითხოვთ, არავის ჩამოგდებას და ჩამოხრჩობას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა