ბექა ოდიშარია - ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, ჩაერთონ არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში.

„თუ არ გნებავთ პარლამენტში შემოსვლა ძვირფასო ოპოზიციონერო კოლეგებო, შემობრძანდით საგამოძიებო კომისიაში. ჯერ აქედან დავიწყოთ. გვსმენია ოპონირება, რომ რა დასკვნაც არ უნდა მიიღოს კომისიამ, მაინც სესიამ უნდა მიიღოს დადგენილება, სხდომაზე კი ბუნებრივია, უმრავლესობა იღებს. ჩვენ გარკვევით გვითხრა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომ დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, კარგად გავიგოთ ეს რას ნიშნავს, ანუ ისინი არა მხოლოდ შემოთავაზებებით, არამედ რეზულტატითაც იქნებიან დაინტერესებულები და თქვენ თუ მობრძანდებით და პროცესში მიიღებთ მნიშვნელოვან მონაწილეობას, თქვენ დაიჭერთ რეზულტატს. ამიტომ, ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერებს, მინდა მოვუწოდო, რომ ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე და რეზულტატის მიღებაზე. ეს იქნება ნამდვილი პასუხი ევროპელი პარტნიორებისთვის. გარკვევით გვითხრეს, ნუ კი ჩხუბობთ, მიხვდით, რომ ერთმანეთზე მოქნეული ხელი ხვდება სახელმწიფოს“,-აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა