კახა კახიშვილი „საარჩევნო კოდესში“ ცვლილებებზე თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული თემების განხილვაში ექსპერტების ჩართვას ითხოვს

დეპუტატი კახა კახიშვილი საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფს მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს,

რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში წარმოდგენილ რიგ საკითხებს მხარს არ დაუჭერს. კახა კახიშვილი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული თემების განხილვაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

როგორც დეპუტატმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების პროექტში არის საკითხები, რომელიც არ არის კავშირში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან და ეს ეხება საკრებულოებში მაჟორიტარების შეკვეცის თემას.

„მინდა, შევეხო „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფს, მაგრამ ავადროულად, მოგეხსენებათ, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მათ შორის მემორანდუმი სანამ შედგებოდა, მანამდეც მითქვამს, რომ არის ამ ცვლილებებში რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მხარს არ დავუჭერ, რადგან, ვფიქრობ, ეს საკითხები საერთოდ არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, ზოგიერთ საკითხზე ვსაუბრობ და არა - ყველაზე, არამედ, ეს არის რაღაც აბსტაქციულად მოტანილი თემა, რომელიც ვფიქრობ, გააზრებულიც არაა. საკითხი ეხება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში. მიმაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში არასწორი იქნება. აუცილებელია, ჩაერთონ თვითმმართველობის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ ამ საკითხს“, - განაცხადა დეპუტატმა.

იხილეთ ვიდოე:კახი კახიშვილი აცხადებს, რომ "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების ნაწილს მხარს არ უჭერს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა