გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს, ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა - ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც

„ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა. ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, აქციები კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„აქციები მანამდე იყო დაანონსებული, აქცია, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებშია, არანაირი წინააღმდეგობაში არ მოდის პარალელურ, სხვა პროცესთან. ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ აქციების შეწყვეტას ვგეგმავთ მანამ, სანამ, მინიმუმ, რაიმე ტიპის შეხვედრა არ იქნება ჩანიშნული. ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ყეყეჩობას ვხედავთ. „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა. ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს