ეკა ბესელია - როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

პლებისციტის იდეა საერთოდ უადგილოა. ახლა საუბარია, რომ ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმება მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგას, ხოლო პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელია.

„გუშინ ამას ვუწოდე, ევროპული ჟანგბადი ქართულ, დახურულ პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია ამ სარკმელს ისევ არ ამოკეტავს. პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, ამიტომ მომიზეზება იმისა, რომ აქტივისტები რატომ მართავენ სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ეს არგუმენტად არ გამოდგება!

გუშინდელი ფორმატი და დიალოგის გახსნა, რაც ძალიან დიდი დამსახურებაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ წესრიგით, რაც გუშინ ჩამოთვლილი იყო. ამ ორ კვირაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ვიდრე ასოცირების კომიტეტის სხდომა არ ჩატარდება, კონკრეტული შედეგი უნდა დაიდოს. როდესაც ხელისუფლება ხარ, კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგა. ხომ გვინდა, რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა აღარ იყოს, ქვეყანაში დამშვიდდეს?! მე მგონია, რომ პლებისციტის იდეა ახლა საერთოდ უადგილოა, ახლა საუბარია, რომ შეთანხმება ახალი არჩევნების თარიღზე მოხდეს, განისაზღვროს საარჩევნო ცვლილებების ძირითადი საკითხები", - განცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა