ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციის ლიდერს შეხვედრაზე იწვევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციური პარტია "გაბრწყინებული სომხეთის" ლიდერი ედმონ მარუკიანი შეხვედრაზე მიიწვია, - ამის შესახებ მარუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარუკიანის ინფორმაციით, ის შეხვედრაზე დათანხმდა.

„ვვარაუდობ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება,“- აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა.

შეგახსენებთ, გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა, კერძოდ, მან დაუშვა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ასევე, გამოვიდა წინადადებით, ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს.

იხილეთ ვიდეო:ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციის ლიდერს შეხვედრაზე იწვევს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო