პროკურორის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა “ყველა ძირითად მტკიცებულებაზე, რაც  წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს“

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა “ყველა ძირითად მტკიცებულებაზე, რაც ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას”.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემდეგ პროცესზე, მხარეების შესავალი სიტყვებია დასრულების შემდეგ, მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა დაიწყება.

“შესავალ სიტყვაში გავამახვილეთ ყურადღება ყველა ძირითად მტკიცებულებაზე, რაც ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. ასევე იმ ქმედებების ანატომია მოვახსენეთ სასამართლოს, რასაც ბრალდება დაცვას ედავება”,- განაცხადა სადრაძემ.

პროკურორის თქმით, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა “სასამართლო მეგობრების” მოსაზრებები, რომელთანაც ბრალდების მხარეს კრიტიკული კითხვები ექნება.

“სასამართლო მეგობრების” მოსაზრება იქნა წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს ინფორმაცია წინაააღმდეგობაში იყო ზოგადად “სასამართლო მეგობრის” სამართლებრივ ინსტიტუტთან, რადგან უამრავი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოება იქნა დამახინჯებული. აბსოლუტურად ყველა მოსაზრებაში ფაქტობრივი გარემოებები იყო დამახინჯებული, არასრულად წარმოდგენილი და რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი მოსაზრების ავტორი საქმის მასალებსაც არ იცნობდა სრულად იმიტომ, რომ იქვე, მოსაზრებაში მითითებული იყო, რომ საქმის მასალებს იცნობდა 2020 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, ბუნებრივია, მას შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ძალიან ბევრი მტკიცებულება იქნა მოპოვებული. შესაბამისად, რადგან არასრულყოფილად ხდებოდა საქმის მასალების გაცნობა მოსაზრებების ავტორის მიერ ყველა გარემოება იყო სუბიექტურად წარმოდგენილი და ასევე, ფაქტობრივი გარემოებები იყო დამახინჯებული, მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგებოდა “სასამართლო მეგობრის”, როგორც ინსტიტუტს. ბუნებრივია, სასამართლომ დაუშვა და რაც ყველაზე მთავარია, ამ მოსაზრების ავტორები დაიკითხებიან სასამართლოს წინაშე. ეს ძალიან კარგია და ძალიან სასარგებლოა სასამართლოსთვისაც და ბუნებრივია, ჩვენთვისაც იმიტომ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ბევრი კრიტიკული კითხვა დასვათ იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რაც მათ მითითებული აქვთ”,- განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო