შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, თუ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, შესაძლოა, აქციები გამართონ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, შესაძლოა, აქციები გამართონ. როგორც დაკავებულების მშობლები აცხადებენ, სამოქმედო გეგმა ჯერ არ აქვთ, თუმცა, ყველა მექანიზმს გამოიყენებენ იმისთვის, რომ აღნიშნული საქმის გადაწყვეტილება გააპროტესტონ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით, მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

"ვახო იმ ბრალს ვერასდროს აღიარებს, რომელიც არ ჩაუდენია. 8 თვის განმავლობაში ვერც ერთი მოწმე ვერ ამტკიცებს შემხებლობას, ყველა მოწმე განადგურებული მიდის ადვოკატების მიერ. რომელი ბრალი? ვახოს გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები ეს ჰქონდა, თუ მესვრით და მომკლავთო, აუცილებელი არ არის, ადამიანს ესროლო და ისე მოკლა, თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება, ესეც სიკვდილია ოჯახების. ჩემი შვილი როგორც დამენანებოდა და გული დამწყდებოდა, ისე მენანება ეს ბავშვი. მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება, იმიტომ რომ მაშინ აღარაფერი აზრი აქვს, აღარც სასამართლოს და ამ 9-თვიან პროცესებს აქვს აზრი. აუცილებლად გავყვებით სამართლებრივად და არასამართლებრივადაც. აუცილებლდ გავაპროტესტებთ ყველაფერს",- განაცხადა გოგილაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, თუ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, შესაძლოა აქციები გამართონ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა