ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ

აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დაანონსებული აქციები ისედაც მშვიდობიანი იყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ისეთი ფორმა ექნება, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მისცემს.

„ჩვენ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები მოვისმინეთ, რადიკალიზმზე და ა.შ. კიდევ რომ არ მივცეთ ამ პერიოდში დამატებითი საბაბი, იმიტომ, რომ არის შანსი მოლაპარაკებები შედგეს, დღეს აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ, მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკი იყოს. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მისცემს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა