ანრი ოხანაშვილი - ყველა დაემორჩილება კანონს, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა პირი

ყველა დაემორჩილება კანონს, იქნება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თუ სხვა პირი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა გამოიკითხოს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში ე.წ. "კარტოგრაფების საქმესთან" დაკავშირებით, როგორც ამას ადვოკატები ითხოვენ.

ოხანაშვილის თქმით, მან არ იცის, რა საფუძველი აქვს ადვოკატების მოთხოვნას, თუმცა, თუ ამის საჭიროება დადგა, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ეს ყველა თანამდებობის პირს აქვს გაცნობიერებული.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნებისმიერ თანამდებობის პირს, სახელმწიფო მოხელეს სრულად აქვს გაცნობიერებული კანონის წინაშე თანასწორობა და კანონისადმი პატივისცემა. ამიტომ თუკი ამას მოითხოვს კანონმდებლობა, თუკი ამისი ვალდებულება და საჭიროება იქნება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის სამართალწარმოების პროცესი და იქ რა საჭიროებაც იქნება, ყველა დაემორჩილება კანონს, იქნება ბატონი ირაკლი თუ სხვა პირი. ჩვენ კანონს პატივს ვცემთ და ამის შესაბამისად იმოქმედებს ყველა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურია.

„ღარიბაშვილის თანამდებობრივი ცვლილება შეიძლება არსებითად არ ცვლიდეს არაფერს იმიტომ, რომ ზოგადად პოლიტიკური გუნდი არის დაინტერესებული ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. თუკი აქამდე ვკითხავდით ამ საქმეში თავდაცვის მინისტრს, ახლა დავკითხავთ ამ საქმეში პრემიერ-მინისტრს”,- განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს