ლევან ბოძაშვილი - ხელისუფლებას მოუწევს ბრიუსელში პასუხის გაცემა და არა ოპოზიციას - ველოდები, რომ უახლოეს ორ კვირაში მელიას გათავისუფლების იურიდიული ფორმა გამოიძებნება

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა ორ კვირაში ბრიუსელში და არა ოპოზიციას,- ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

ბოძაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობა გამოიხატება იმ მნიშვნელოვანი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, რომელიც აქვს ოპოზიციას და ეს, პირველ რიგში, არის ნიკა მელიას გათავისუფლება.

ექსპერტის თქმით, ის ელოდება, „რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მელიას გათავისუფლების იურიდიული ფორმა მოიძებნება“.

ამასთანავე, ბოძაშვილის განმარტებით, შარლ მიშელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ ის თავად აპირებს მხარეთა შორის კომპრომისის გამოძებნას და ამ კომპრომისზე მხარეების დათანხმებასა და დაყოლიებას.

„გუშინდელი შეხვედრიდან რა შთაბეჭდილებაც დარჩა, ჩემი აზრით, ეს იყო ევროკავშირის ინტერესი საქართველოში, რომ პოლიტიკური კლასი პრობლემურ საკითხებზე დათანხმების ეტაპზე გადავიდეს, რომ ეს რადიკალიზმი ამოიძირკვოს საქართველოს პოლიტიკიდან, თუნდაც უახლოესი მომავლის პერიოდში. ევროკავშირს ძალიან დიდი თანხები აქვს საქართველოში ჩადებული როგორც გრანტების, ინვესტიციების, დახმარებების სახით და არცერთ შემთხვევაში ევროკავშირი არ დაეთანხმება იმას, რომ ქვეყანა წავიდეს რადიკალიზმისა და არეულობის გზით“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჩვენი პოლიტიკური კულტურის უმწიფრობისა პრობლემაა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს არ შეუძლია არააგრესიული, ერთმანეთსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება.

„პოლიტიკური პარტიების ძალიან დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რადიკალური პოლიტიკური პარტიებისა, ატარებს კვლავაც კომუნისტურ მენტალიტეტს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ ცდილობენ, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენონ საკუთარი ინტერესები და კომუნისტურ მენტალიტეტში ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა, რომ ვიღაცამ უნდა გადაგიწყვიტოს პრობლემები. ამ შემთხვევაში, ყველა პარტია და პარტიული ლიდერები, რომელიც რადიკალიზმის მომხრეა, როგორიც არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ხელის შეშლა საქმიანობის, პარლამენტში არ შესვლიდან დაწყებული, დასრულებული რევოლუციური სცენარების განხორციელებით, არიან პირდაპირ დაპირისპირებული ევროპულ პოლიტიკის კულტურასთან და ისტაბლიშმენტთან, ყველაფერთან რაზეც ევროპა და ევროკავშირი დგას“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო