მანუჩარ ახალაია - ერთი კვირის წინ ღარიბაშვილი ოპოზიციას რადიკალურ ოპოზიციად ყოფდა და ამბობდა, რომ კომპრომისზე წამსვლელი არ იყო, უცებ ბრწყინვალე უწოდა შარლ მიშელის შემოთავაზებას დიალოგთან დაკავშირებით

რიტორიკა შეიცვალა და პრემიერი იძულებული გახდა დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. ერთი კვირის წინ ის ყოფდა ოპოზიციას რადიკალურ ოპოზიციად და ამბობდა, რომ არანაირ კომპრომისზე წამსვლელი არ იყო, უცებ, 5 დღეში მან ბრწყინვალე უწოდა შარლ მიშელის შემოთავაზებას დიალოგთან დაკავშირებით , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მანუჩარ ახალაიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ ექვსი პუნქტი მოლაპარაკების მაგიდასთან დაიდო და დიალოგისკენ იყო მოწოდება, აჩენს იმედს, რომ უახლოეს დროში „რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება“.

"მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა ექვსივე პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ მივყვებით თანმიმდევრულად, გაერთიანებული ოპოზიციისათვის პირველი რიგის ამოცანაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ის, რომ ეს ექვსი პუნქტი დაიდო და დიალოგისკენ იყო მოწოდება ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დროში რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს საერთაშორისო ზეწოლა დროებითია ძალიან ცდება, ფაქტობრივად ყოველ საათში ვიღებთ სხვადასხვა შეტყობინებას პარლამენტარებისგან, ექსპერტებისგან და ყველა წუხს იმაზე, რაც მოხდა“, - აღნიშნა მანუჩარ ახალაიამ.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ირაკლი კობახიძე, როგორც ხელისუფლებების მხრიდან მოლაპარაკებების ლიდერი, პოზიტიურ როლს შეასრულებს.

"დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ირაკლი კობახიძე პოზიტიურ როლს შეასრულებს ამ ყველაფერში. ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ იღებენ, თუ იქნება პოლიტიკური ნება ბიძინა ივანიშვილის, მათი რიტორიკაც შეიცვლება და კონკრეტულ შედეგებზე აისახება ეს. მელიას დაკავება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამოყენებული იყო პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომ ნიკა მელია დაეკავებინათ“, - განაცხადა მანუჩარ ახალაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო