მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - გუშინ დადგეს, შეთანხმდნენ: მოდი, გარეთ გავიდეთ გახარებული სახეებითო - უნდა გაგვიხარდეს ყველას, როცა შეთანხმებას მივაღწევთ

დღემდე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნაბიჯს ან წინადადებას ოპოზიციის მხრიდან, რაც შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულად და კომპრომისულ სვლად. კარგი ის არის, რომ მათ უკვე მოუწევთ ამის გაკეთება ,- აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან რაღაც სპექტაკლების დადგმა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ არის სწორი დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში სწორი დამოკიდებულება შეთანხმებისკენ სწრაფვაა.

„გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ, დადგეს, შეთანხმდნენ, მოდით გარეთ გავიდეთ გახარებული სახეებითო. ჩვენ უნდა გაგვიხარდეს ყველას ერთად, როცა შეთანხმებას მივაღწევთ და ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის. რას დადგამენ საღამოს სპექტაკლს - „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთი ადამიანი, პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ყველა ეთერში ვერ იქნებოდა და ჩვენ ბევრნი ვართ, მოდით ყველაფერს მოვედოთ და რაღაც მოვატყუოთ ხალხს, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. შეთანხმებისკენ სწრაფვაა, ამ შემთხვევაში, სწორი დამოკიდებულება.

დღემდე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნაბიჯს ან წინადადებას მათი მხრიდან, რაც შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულად და კომპრომისულ სვლად. მათ მოუწევთ უკვე ამის გაკეთება, კარგი ამ ყველაფერში მოხდა ის, რომ ისინი ხვდებიან, რომ მათ უწევთ კომპრომისულ ნაბიჯზე, ერთზე მაინც, წამოვიდნენ და შემდეგ უკვე გადაკვეთის წერტილები შედარებით ადვილი საპოვნელია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც შეთანხმებიდან და მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებიდან რამდენიმე საათში ოპოზიცია მაინც გადავიდა პარლამენტის პიკეტირებაზე.

„ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა, რას სჩადიან, თვითონ ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს. როცა კადრები ნახეს, ეტყობა, მიხვდნენ, რომ პიკეტირება არ ვარგა და არ შეიძლება კონსტიტუციურ ნაბიჯად ჩაითვალოს და შემდეგ იძახონ, რომ კი კონსტრუქციულები ვართ, მაგრამ პიკეტირებას ვაკეთებთო. არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება ამ თავისი ნათქვამის, შესაბამისად.

მაშინ, როდესაც ყველა გვთხოვს და მოგვიწოდებს, ჩვენი პარტნიორები, მათ შორის, რომ მოდით ხალხო, დასხედით და თქვენს ქვეყანაზე ილაპარაკეთ, ამაზე საუბარი და თხოვნები ჩვენი მეგობრებისგან და გარედან არ უნდა გვჭირდებოდეს. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა